Friday, May 31, 2013


გაკვეთილის გეგმა

პითაგორას თეორემა

სწავლების საფეხური

8კლასი

მოსწავლეთა პროფილი

24 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა/



ეს გაკვეთილი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებს განუვითარებს კვლევის უნარს. აღუძრავს მასალის შემდგომი შესწავლის ინტერესს. დაეხმარება მომავალი ცხოვრების გზაზე და ამოცანების ამოხსნის დროს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები








.მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ თეორემის გამოყენების პრაქტიკული ცოდნა ამოცანების ამოხსნის დროს (მაგ. იმ საგნის სიმაღლის გაზომვა’ რომლის ფუძე მიუდგომელია)  საკითხის განხილვას მოსწავლეები ინტერაქტული მეთოდით იწყებენ. ამ საკითხისადმი გეომეტრიული მიდგომა ხელს უწყობს ირაციონალურობის საწყისების ათვისებას. მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა, შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:იყენებს მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის ტრიგონომეტრიულთანაფარდობებს. რეალურ ვითარებაში ობიექტთა ზომების ან იბიექტებს შორის მანძილების დასადგენად.
წინასწარი
ცოდნა


რიცხვის კვადრატი, შემოკლებული გამრავლების ფორმულები, კერძოდ ჯამის კვადრატი, მათემატიკური მოქმედებები, ყოფდენ სამკუთხედებს კლასიფიკაციის მიხედვით, არჩევენ კუთხეებს და იციან მართი კუთხის პრაქტიკული გამოყენება.
შეფასების საგანი და პროცედურები




შევაფასებ თეორემის გამოყენებით ამოხსნილ ამოცანებს. დისკუსიათი მონაწილეობას. შევქმნი დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტებს. გამოვიყენებ მსჯელობასა და წერით სამუშაოს.
გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო. გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი. კომპიუტერი, პროექტორი
      
აქტივობის მიზანი

პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შემდეგ მოსწავლემ თავად აღმოაჩინოს დამოკიდებულება მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის. შეძლოს პითაგორას თეორემის სხვადასხვაგვარი დამტკიცება
გაკვეთილის მსვლელობა

/საკლასო მენეჯმენტი/
აქტივობა1. გონებრივი იერიში
ცნების რუკის გამოყენებით, მოსწავლეები იხსენებენ სამკუთხედების კლასიფიკაციას და გრადუსულ ზომას.
ორგანიზება მუშაობა მთელ კლასთან

დრო 5 წთ
აქტივობა2. გაკვეთილის თემის გაცნობა
მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდ შოუს ჩვენება.
ორგანიზება მუშაობა მთელ კლასთან  

დრო 5 წთ
აქტივობა3.თეორემის ანალიზი
მოსწავლეები იხსენებენ კვადრატის ფართობს,  ააგებენ მართკუთხა სამკუთხედს, კათეტებზე და ჰიპოტენუზაზე  ააგებენ კვადრატებს და გამოთვლიან მათ ფართობს, მსჯელობით მივლიან თეორემის დამტკიცებაზე.
დრო 10 წთ
აქტივობა4.ამოცანების ამოხსნაძე მუშაობა
დრო 10 წთ
აქტივობა5.ინტერნეტში მუშაობა
დრო10 წთ 
შეფასება: 5 წთ